Tuesday, April 26, 2016

ანდაზების თარგმანის თავისებურებები ქართულ - ინგლისურ ენებში

პროექტის სახელწოდება: რა თავისებურებით ხასიათდება  ქართული ანდაზები ინგლისურ ენაში ტრანსპონირებისას?
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ანდაზებს, შეისწავლიან მათ არსს და  გაეცნობიან მათი თარგმანის სპეციფიკურობას.
პროექტის აქტუალობა: ანდაზების თარგმანი ლინგვისტიკის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან მათში ერის, კულტურულ – ინტელექტუალური  ნიშნებია თავმოყრილი.
პროექტის მიზნები: გავაანალიზოთ ანდაზის სპეცოფიკური მახასიათებლები და მათი ადეკვატურად გადაცემის ხერხები სხვა კულტურის მატარებლებისათვის. გამოვიკლიოთ  ჩნდება თუ არა დანაკარგი ქართული ენიდან ინგლისურ ენაში მათი არა ზუსტი თარგმნისას?
მონაწილეთა ასაკი: 15 – 17.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ერთად თავმოყრილი იქნება სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებული ანდაზების ორენოვანი ვერსია, რაც ხელმისაწვდომი რესურსი გახდება ყველა დაინტერესებულ პირთათვის.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები, ინტერნეტი, ლიტერატურა,  კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ქართულენოვანი ანდაზების მოძიება, თარგმნილი ვარიანტების პოვნა და შედერება, საბოლოოდ მათი ანალიზი და დაჯგუფება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირინე ბრუნჯაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irinebrunjadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: